Tuesday, April 17, 2018

ფიროსმანი


ფიროსმანი
დათვი მთვარიან ღამეში
შველი წყალზე
ჟირაფი
ლომი და მზე
არწივმა კურდღელი დაიჭირა
ვირის ხიდი
შამილი
მეთევზე
მამადავითის მთა
უშვილო მილიონერი და ღარიბი ქალი
მამალი და კრუხ-წიწილა
მწყემსი ცხვრის ფარით
ქართველი ქალი დაირით
მეეზოვე
რთველი
გლეხის ქალი
აქტრისა მარგარიტა



ფიროსმანი
ფიროსმანი
ცნობები ფიროსმანის ცხოვრების შესახებ უმეტესად შეკრებილია მისი გარდაცვალების შემდეგ. დაიბადა გლეხის ოჯახში, რომელიც ადრევე გადასახლდა შულავერში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფიროსმანი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ბავშვობაშივე იჩენდა დიდ ინტერესს მხატვრობისადმი, ბევრს ხატავდა კიდეც. სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია. 1880-იან წლებში თვითნასწავლ . ზაზიაშვილთანერთად გახსნა ფერწერის სახელოსნო და აბრების შეკვეთებს იღებდა1890-1894 კონდუქტორად მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე, შემდეგ ვაჭრობაშიც სცადა ბედი. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისელ მედუქნეებთან და მიკიტნებთან აფარებდა თავს, მათი შეკვეთით ხატავდა აბრებს, პორტრეტებს, სურათებს. სიცოცხლის ბოლომდე გაჭირვებას თავი ვერ დააღწია; ქართველ მხატვართა საზოგადოება დროდადრო ცდილობდა შეემსუბუქებინა მისი ხვედრი. თუმცა ფიროსმანაშვილი მარტოობაში გარდაიცვალა და მისი საფლავიც უცნობი დარჩა.

ფიროსმანის თემატიკას გარკვეული კვალი დაამჩნია იმ სოციალურმა გარემომ, რომელშიც უხდებოდა ცხოვრება მხატვარს. მის მხატვრულ მემკვიდრეობაში დიდი ადგილი უჭირავს ქეიფის სცენებს, რომელიც არსებითად, თბილისელ ვაჭარ-ხელოსანთა, მიკიტნების,ზოგჯერ თავადების ჯგუფურ პორტრეტებს წარმოადგენს („ბეგოს კამპანია“, „ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან“, „თავადების ქეიფი მინდვრად“, „ხუთი თავადის ქეიფი“, 1906, ყველა - საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი და სხვა). ზოგჯერ ქეიფის სცენები გაშლილია პეიზაჟის ფონზე („სვირი“, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), ან ჩართულია მრავალფიგურიანპანორამულკომპოზიციებში („ვირის ხიდი“, „კახეთის ეპოსი“, „ქეიფი რთველში“). თემატიკურად სცენებს ენათესავება ნატურმორტები და აბრები.
ფიროსმანაშვილს იზიდავდა სოფლის ბუნება და ცხოვრება („რთველი“, „დღეობა ბოლნისში“, „გლეხის ქალი ვაჟით“, „გლეხკაცი ვაჟით“, „წყალზე მიმავალი ბავშვებიანი დედაკაცი“, „კალოობაიშვიათად მიმართავდა ქალაქურ პეიზაჟებსბათუმი“, „ფუნიკულორიგანსაკუთრებული პოეტური ძალით არის აღბეჭდილი ფიროსმანაშვილის მიერ დახატული ღამის სცენებიარსენალის გორა ღამით“, „ყაჩაღმა ცხენი მოიპარა“, „დათვი მთვარიან ღამით“ -  მკვეთრი სოციალური დახასიათებებით გამოირჩევა ფიროსმანაშვილის მიერ თბილისელი ხელოსნების, მედუქნეების, კინტოების, ბოჰემის წარმომადგენელთა, აგრეთვე მუშების პორტრეტებიგოგონა საჰაერო ბუშტით“ „მდიდარი კინტოს შვილი“, „მეეზოვე“, „ორი მუშა“, „აქტრისა მარგარიტა“, „ორთაჭალის ტურფები“, „მუშა სოსო“, „მებადური“ - სოციალური დაპირისპირება მკაფიოდ არის ნაჩვენები ცნობილ სურათშიუშვილო მილიონერი და ღარიბი ქალი შვილებით“ .






დათვი მთვარიან ღამეში
 «დათვი მთვარიან ღამეში». ამ ნახატის იდუმალებას ანდამატი აქვს. უფსკრულივით იზიდავს მაყურებელს ღამის და მთვარის განუსაზღვრელი საგნობრიობა, რომელიც დათვის ველურ გამომეტყველებაში ინსტიქტურ სიცოცხლეს იძენს, ველურიც არის დათვი და, რაღაცნაირად, საცოდავიცაა თავის სიმარტოვეში შეუცნობელი სამყაროს წინაშე. ხის ტანის და სქელი რტოების სიმძლავრე საგნობრივ რეალობას ანიჭებს შორ სივრცეში გამოსახულ სილუეტურ, ბნელ პეიზაჟს. ენით აღუწერელი კაეშნით არის აღსავსე დათვის ფიგურა, მაგრამ მის მარტოსულ გადაკარგულობას სტიქიური, ველური არსებობის სისუფთავეც გააჩნია. დათვის ფეხები და თათები გეომეტრიზირებული სიმყარის მიუხედავად უმწეობის განცდას იწვევენ. კბილგამოჩრილი, დაღებული პირი კი თავისებური სიმწარის და გაავების ინტონაციას აძლევს დათვის ველურ თვალებს. მყუდრო მთვარიან ღამეს დათვი ველური დაძაბულობით მსჭვალავს. «დათვი მთვარიან ღამეში» ფიროსმანის ერთერთი საუკეთესო ნამუშევარია. მასში გამოხატული მხატვრული განცდა ზედმიწევნით სავსედ ახასიათებს ფიროსმანის სამყაროსთან დამოკიდებულებას. მასში განხორციელებულია ბუნების და ცხოველების სტიქიური ყოფის განსახორციელებლად წმინდა ხედვა. თემო ჯაფარიძე წიგნიდანნიკო ფიროსმანიმთვარიან ღამის სიმყუდროვეს დათვის თათების ხმა არღვევს. ხეზე ასული დათუნია ერთ ადგილზე ვერ ისვენებს. ისმის ტოტების ჭრიალი, სადღაც ტოტი ჩამოტყდება კიდეც.


შველი წყალზე
შველი წყალზე, 1915 . შველი სვამს წყალს, თუმცა მასაც არ აკლია სიფრთხილე და დაძაბული ამახვილებს სმენას მტერი რომ არსაიდან მიეპაროს. ,,გაოცებული იყო მხატვარი, გაოცებული ჩანდა ირემი, და მწვანე ბალახს მოარღვევდა ვიღაც მესამე. ფეთქავდა მთვარე, მხატვარის ყველა ტკივილის მოწმე და სავსე სხეულს იგრილებდა მდინარის წყალში”. გენო კალანდია ირემი თითქოს და სურათიდან გადმოდის რქებაზიდული, წყლიანთვლებიანი, ჩლიქმაგარი ირემი. ფიროსმანის ტილოთი გრძნობ მის სოველ ტუჩებს, ის თითქოს სადაცაა დაიფრუტუნებს და გულისწორს მოიხმობს.




ჟირაფი
 ჟირაფი ტრაგიკოსი არისტროკრატივით დგას ჟირაფი, საოცარი წყლიანი თვალებით და შავი წინწკლებით. მისი მწარე გამოხედვა სულის შემძვრელია. ამ ნახატის შესახებ ბევრი რამეა დაწერილი ფიროსმანისადმი მიძღვნილ ლიტერატურაში. ჟირაფზე ისე ლაპარაკობენ, როგორც პიროვნებაზე. გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოში ჟირაფი არ ცხოვრობს, მაგრამ ფიროსმანის ჟირაფი წმინდა ქართულ არსებად აღიქმება. ეს მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ გამსჭვალულია ქართული შეგრძნებით ფიროსმანის მხატვრული ენა.დამახასიათებელია შთაბეჭდილება, რომელიცჟირაფმამოახდინა პირველ კრიტიკოსებზე: “თუ მართალია ვაინიგერიწერდა ერთი მათგანი (გარი გოლანდი) 1916 წელსრომ ყოველი ცხოველი თავის თავში ატარებს სამყაროს რომელსამე მეტაფიზიკურ განსაზღვრას, მაშინ ფიროსმანაშვილის ჟირაფში ასეთ განსაზღვრას უეჭველად აღმოვაჩენთ: ჟირაფის თვალები გადმოცემულია ისეთი მეტყველი ძალით, რომ გავიწყდება, რომ ეს მხოლოდ ცხოველია და თქვენ გიპყრობთ თითქოს მისტიკური შიში”?. მეორე ავტორი, . პეტრაკოვსკი (ესეც 1916 წელი) აღნიშნავდა, პირველად რომ დავინახეჟირაფი”, ერთბაშად  შემიპყრო უცნაურმა შეშფოთებამ, თუ გნებავთძრწოლამაცეს რაღაც მაგიაა, ჯადოქრობაა…”





ლომი და მზე
ლომი და მზე მეფურად დააბიჯებს შავ მუშამბაზე მოღრიალე ლომი. ”ლომი და მზე” – რა დიდებული შედარებაა. ერთი ცხოველთა გამგებელია, მეორე კი მთელ სამყაროსი. ძლიერთა ეს ორი ფენომენი ერთმანეთს ავსებს, ლომის ღრიალი და ტორების ხმა მიწას აზანზარებს, მზის ძლიერი სხივები კი სამყაროს სითბოს უგზავნის და, თუ არ მოერიდე, შეიძლება ისე დაგწვას, რომ დაგანაცროს. ლომს წინა თათი აწეული აქვს და თათში ხმალი აქვს ჩაბღუჭული, საომრად ემზადება. ”მეომარი ლომითითქოს და წინამძღვარი ყოფილიყოს. მისი შემართული თავი, მკაცრი სახე კი მტერზე განრისხებულ მეომარს ჰგავს. შავი ლომი «შავ ლომს» ტანზე თვალები არა აქვს, მაგრამ მაინც აპოკალიფსური მხეცივით გამოიყურება. მზეში გამომწვარი დაუოკებელი ტემპერამენტი იმალება მის რკინასავით მაგარ სხეულში. გახურებულ უდაბნოში მიმავალი ადამიანი მზის ძალას რომ შავი მხეცივით დალანდავს, ასეთია შავი ლომი. იგი ისეთივე ტექნიკით არის შესრულებული, როგორც მეტეორივით მკვრივი «გარეული ტახი». შავ მუშამბაზე მჭირვალე თეთრი ტონებით გამოკვეთილი ფიგურის გეომეტრიზირებული ფორმები, მრუმე ლურჯი და სტატიკურია. მოწითალო მიწა სქელი შავი ბინდით არის გამოყოფილი ცისგან. თემო ჯაფარიძე წიგნიდან



არწივმა კურდღელი დაიჭირა
არწივმა კურდღელი დაიჭირა, 1914 . ფრთებდაუხრელი ამაყად იმზირება ფრინველთა მეფე. მსხვერპლად მოუგდია კლანჭებში კურდღელი. კლდეზე წაუღია და იქიდან გადაჰყურებს მიდამოს.. გუდიაშვილი გადმოგვცემს ფიროსმანის სიტყვებს: “… ცხოვრებაში ყველაფერს ორო მხარე აქვს: კეთილი და ბოროტი მხარე. აი, თეთრი ძროხა არის სინაზის, სიმშვიდის, სიყვარულის სიმბოლოშავი ხარიჩხუბობს, ღრიალებსომია. არწივი დიდია და დაუნდობელი, პატარა, სუსტსა და უბადრუკ კურდღელს ძიძგნის. არწივი ეს მეფის არწივია, კურდღელი კიეს მე და თქვენ ვართ”.




ვირის ხიდი
ვირის ხიდი სურათი «ვირის ხიდი» სავსეა ბუნებით. მართალია, იგი უფრო ჟანრული კომპოზიციაა, ვიდრე პეიზაჟი, მაგრამ ბუნება იმდენად ჭარბად და მნიშვნელოვნად არის მასში გამოსახული, რომ ჟანრული პეიზაჟადაც შეიძლება ჩაითვალოს. ეს ნახატი ერთერთი ბრწყინვალე ჟანრული პეიზაჟია ფიროსმანის ნახატებს შორის. ფიროსმანი ფორმებს, ზომებს და პლანებს ისე ანაწილებს სურათებში, რომ ბუნება გიგანტური სივრცეებით აღიქმება. ასეა «ვირის ხიდშიც». ბუნება დაძაბული და დრამატული შუქით არის ამეტყველებული ამ სურათში, მაგრამ მასში გამოხატული საქართველო საიმედოდ მკვრივიც არის და მყუდროც. თემო ჯაფარიძე წიგნიდანნიკო ფიროსმანი


შამილი
შამილი მცველით, ფიროსმანი ნახატში «შამილი» ბუნება ისევე ძირითადი კომპოზიციური ელემენტია, როგორც ადამიანთა ფიგურები. კავკასიური მკაცრი ბუნება ამ ნახატში თოვლიანი მთებისაგან და სალი კლდეებისაგან შედგება. კომპოზიციის წინა მხარეს გამოსახულ კლდოვან ზეგანზე ადამიანის ფიგურები დგანან. ამ წახნაგოვან კლდესა და შორ თეთრ მწვერვალებს შორის შუა ზეგანზე გამოსახულია კავკასიური მეჩეთებიანი დაბის მშვენიერი ხედი. ალბათ, ფიროსმანმა რკინიგზაზე მუშაობის პერიოდში ნახა მუსულმანური სოფლები და დაბები ჩრდილო კავკასიაში, ის იმ დროს ბევრს ხეტიალობდა მატარებლით. ამ ნახატში ფიროსმანმა შიშველი კლდეების ერთერთი ძლიერი პეიზაჟი შექმა. თემო ჯაფარიძე წიგნიდანნიკო ფიროსმანი


მეთევზე
მეთევზე კლდეებში, ფიროსმანი სურათში «მეთევზე კლდეებს შორის» ბუნება აქტიურად მონაწილეობს კომპოზიციურად. იგი შედგება წყლის ზედაპირისაგან, კლდეებისაგან და თეთრი ქედებისაგან. კლდის მაგარი შეუვალი წახნაგები კონტრასტში მოდიან მეთევზის წყალში ჩამდგარ ფიგურასთან და არბილებენ მისი პერანგის კაშკაშს და, საზოგადოდ, ადამიანურ სხეულებრივობას. თემო ჯაფარიძე წიგნიდანნიკო ფიროსმანიწარმოშობს. ამ ინტონაციას აძლიერებს შორ ჰორიზონტში მიმავალი გზა. იგი შუეცნობელში წასვლის აქცენტს ქმნის ორბუნებოვან ცასთან დამოკიდებულებაში. მიუხედავად იმისა, რომ ნახატში ქეიფია გამოსახული ცის ორხატოვნების და ბუნების მნიშვნელობის გამო, აგრეთვე ადამიანთა თავშეყრის მიზეზის გამო, კერძოდ, ურთიერთ კურთხევის და, საზოგადოდ, არსებობის დალოცვის გამო, სურათი ხატის ელფერს იძენს.


მამადავითის მთა
ფუნიკულიორი, ფიროსმანი მშვენიერია მამადავითის მთა ეკლესიით და ფუნიკულიორით სურათში «მამადავითის მთა». მთის ფერდობი ლივლივა, მფშვინავ მასას, თუ ცოცხალ ორგანიზმს წარმოადგენს დინამიური ფერწერული შესრულების წყალობით. ეს მთა თბილისის, თითქმის, ყველა კუთხიდან მოჩანს. ზედმიწევნით თბილისურია იგი შუა ფერდზე ეკლესიით და თავზე ფუნიკულიორით. ფიროსმანმა ისე გამოხატა მთის მასა თითქოს მის ფერდზე მიპყრობილი სხვადასხვა თბილისელის მზერის შეგრძნობინება სურდა ფერწერის მოყვარესათვის. თემო ჯაფარიძე წიგნიდანნიკო ფიროსმანი


უშვილო მილიონერი და ღარიბი ქალი
უშვილო მილიონერი და ღარიბი ქალი ბავშვებით მხატვრის ყველაზე დიდი სიმდიდრედ ადამიანი მიაჩნდა. უადამიანოდ ოქროსა და ძვირფას ქვებს არაფერი ფასი აქვს. მის ტილოზე პირისპირ დგანან უშვილო მილიონერი ცოლ-ქმარი და შვილებით დახუნძლული ბედნიერი დედა. თითქოს და ეს ბედნიერებაც კი დანანებია მდიდარს ღარიბისათვის და ხელგაწვდილი რაღაცას მოითხოვს. დედას კი ჩვილი მკერდზე მიუკრავს, ორიც გვერდზე ამოუყენებია, სიყვარულით დასცქერის მათ და საერთოდ ვერც კი იგებს მდიდრის მოთხოვნას. ***** ქრისტიანული მეტაფორის დონეზე გამოიყურება კომპოზიცია «უშვილო მილიონერი და ღარიბი ქალი შვილებით». სათაური რომ არა, თვითონ სურათში სოციალური თემა ნაკლებად იგრძნობა. მდიდარი წყვილი სრულებით არ არის გაკრიტიკებული. პირიქით ქალი და კაცი მოწიწებით დგანან, თითქოს ნატანჯი შვილებიანი ქალის წინაშე. მდიდარ წყვილს და ღარიბ ქალს შორის განსხვავების სიუჟეტი ისევე არალიტერატურული და განუსაზღვრელია, როგორც ფონში გადაჭრილი ხეების მაღალი და დაბალი კუნძების ურთიერთობა. როგორც ქართული ანბანი და დაწერილი სიტყვა შეეფარდება აბსოლუტურად წარმოთქმულ ბგეროვან სიტყვას ისეთი სიცხადით არის აგებული კომპოზიცია. მსგავსი მოვლენა, ანუ, ფორმების თემასთან შესატყვისობის სიცხადე საერთოდ ახასიათებს ფიროსმანის ნახატებს. იგი ფიროსმანის ქართული შეგრძნების ერთერთი სახასიათო ელემენტია. «უშვილო მილიონერი და ღარიბი ქალი შვილებით» ფიროსმანის ერთერთი ძლიერი ნამუშევარია. მასში დიდი ოსტატობითაა მონასმებით გამსუბუქებული ჭარბი შავი ტონი. თემო ჯაფარიძე წიგნიდანნიკო ფიროსმანი


 მამალი და კრუხ-წიწილა
ტილოზე სოფლისათვის დამახასიათებელი სურათებია ასახული. აკრიახებულმა კრუხმა ეზო აიკლო, წიწილები შემოიკრიბა. მამალმა მისი არსებობა ქვეყანას ამცნო, მოხუცი ქალი სახლის ბინიდან იცქირებოდა რა მოხდაო.
საინტერესოა ამ სურათის ისტორია. პაპუნა წერეთლის ნაამბობიდან ვიგებთ, რომ მუყაოზე ნახატი კრუხი და წიწილები, ვიღაცას მოძულებია და გადაუგდია. მეეზოვე მას ნაგავთან ერთად ხვეტავდა. პაპუნა დაწვდა ნახატს, იცნო ფიროსმანის ხელწერა და გაოცებულმა იკითხა, თუ საიდან მოხვდა ნაგავში ნიკალას ნახატი. მეეზოვემ უდარდელად უპასუხა: “მუყაო აქ ეგდო და მეც მივახვეტე ნაგავსო”. სურათი დაზიანებული არ იყო. გახარებულმა პაპუნამ კიდევ ერთი ფიროსმანი გადაარჩინა.


მწყემსი ცხვრის ფარით
მწყემსს ნაბადი მოუხურავს, კომბალი მხარზე მოუგდია, ნაღვლიანად აკვნესებს სალამურს და ცხვრის ფარას მიერეკება. წინ ფარას ვაცი მიუძღვის გზის მაჩვენებლად. ვირისთვის ტვირთი აუკიდიათ და ისიც ცხვარში ჩამდგარა. ორი ქოფაკი ნაგაზი გვერდზე დადგომია ცხვრის ფარას. შორს კლდეზე კომბალიანი მწყემსი ბიჭები მოჩანს, ყარაულობენ ცხვარს, კლდეში რომ არ ჩაიჩეხონ.


ქართველი ქალი დაირით
ქართველი ქალი დაირით”, რომელიც საკმაოდ ცნობილია საზოგადოებისათვის, და წარმოსახავს იმ დროინდელი ქართველი ქალის იერსახეს. მხატვარი გვაჩვენებს ქალის ჩაცმულობის კულტურას, სამკაულებს, თავის დაჭერის მანერებს და . . რაც ძალიან საინტერესო ფაქტორია დღევანდელი დღისათვის. პორტრეტი ფრონტალურია, ცენტრშია წარმოდგენილი თავადის ქალი, კომპოზიცია გაწონასწორებულია ტახტზე მარცხნივ დადებული მუთაქით (რომელიც ქალბატონის უკან არის მოთავსებული) და მარჯვენა ხელში დაირით. ძირითადი ტორსი ლურჯ ფონზეა წარმოდგენილი. ლურჯ ფერს თვალი პერპექტივაში გაჰყავს და პორტრეტი სიბრტყობრიობას კარგავს, რაც ძირითადად მახასიათებელია ფიროსმანის შემოქმედებისათვის. ფრონტალურად დაყენებული ფიგურა თითქოსდა მავედრებელ პოზაშია (მარცხენა ხელი მიმართულია მკერდთან მფრინავ ჩიტისაკენ). ასეთი პოზები მოგვაგონებს ძველ ქართულ მონუმენტურ მხატვრობას და მასთან ერთგვარ კავშირს. ქალს შავი კაბა აცვია, წითელი ქამარი აქვს შემორტყმული და წითელ კოპზე თეთრი მანდილი უკეთია. სახე ტიპიურ ქართველ ქალს უგავს, მოოქროსფრო კულულა თმებით, რაც იმ დროის ვარცხნილობის მოდაზე მიგვითითებს.


მეეზოვე
მეეზოვე რიყეში, ზაქარია ჩიქოვანის სახლის სარდაფში მოთავსებულ სასადილოში, რომელსაც ერქვა ,,ბოლო კეთილიდა ეკუთვნოდა ორ ძმას აბუაშვილს, ნიკალამ დახატა ყველასავის ცნობილი წვერებაბურძგნილი, თეფშის ტოლა მედალჩამოკიდული ,,დვორნიკი” (მეეზოვე), ეს ხომ მირზოევის ქარვასლის მეეზოვე, იეზიდი რაშიდ ადამოვია. გადმოცემით მარგარიტას სიყვარულის დაკარგვის შემდეგ ფიროსმანისთვის ცხოვრებამ დაჰკარგა ფასი. ამ მეეზოვემ შეიკედლა კიბის ქვეშ, ერთ ბეწო ოთახში. მეეზოვის ნაწყალობებ კიბის ქვეშ მდებარე სათავსოში შეყუჟული, დროს ებრძოდა, ხატავდა და ხატავდა.
ერთ დღეს მარგარიტასთან მისულ ნიკოს მეკარემ წერილი შეაჩეჩა ხელში. მარგარიტა წასულიყო, ნიკოს დახატული სურათი დაეტოვებინა და სამუდამოდ ემშვიდობებოდა. გაოგნებული და დარეტიანებული ნიკო დუქანში შევიდა მეგობრებთან. ღამე იქ გაათია, მერე სურათი აიღო და წავიდა. ერთი სახლის კიბეზე ჩამოჯდა გულდათუთქული. ფიქრებში გართულს თავზე მეეზოვე წამოადგა. კეთილმა, ყურადღებიანმა მეეზოვემ ნიკოს ამბავი დაწვრილებით მოაყოლა, შეეცოდა უსახლკარო, უსასხრო, იმედგაცრუებული ადამიანი და თავშესაფარი კიბის ქვეშ, ხელსაწყოების ფარდულში შესთავაზა. საჭმელიც თვითონ მიჰქონდა. შვილივით უვლიდა. რამოდენიმე ხანი ნიკო ამ ქვეყანას არ იყო, მაგრამ მერე ცოტა მოიხედა. ერთ დღეს, როცა მეეზოვემ საჭმელი მიუკითხა, ნიკომ მისი სურათი დაახვედრა. მეეზოვის აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა, გულში იხუტებდა სურათს და გაიძახოდა: არა, ნამდვილად მე ვარ, ნახე, როგორ მგავსო.


რთველი
დოვლათიანი შემოდგომა წარმოგვიდგება თვალწინ. ურემში შებმული კამეჩები დატვირთულია ვაშლით სავსე გოდრებით. უკანასკნელ გოდორს ავსებს ვაშლის ხეზე აბობღებული ქალი. მალე მეურმე შოლტს მოიქნევს და ბეღლისაკენ დაიძვრება. საწნახელში ჩაყრილ ყურძენს ფეხით სრესს ორი კაცი, თან მხიარული გამომეტყველება აღბეჭვდიათ სახეზე. მათთან ახლოს სუფრა გაუშლია და ბიჭი დამდგარა თასით და ღვინით სავსე დოქით ხელში.
ვენახს შუაზე ყოფს პატარა მდინარე, რომლის ვერცხლის ზოლს ქამრად შემორტყმია ორი ხიდი. ერთზე ცხენზე ამხედრებული კაცი გადმოდის, სწორედ მას ეგებება დოქიანი ბიჭი და სტუმარს რთველში იწვევს. ქვევრის გასარეცხად ჩამჯდარა ვიღაც. იქვე ახლოს ტიკჭორა აგდია, შეყვითლებული გოგრის ძირზე დამწიფებულა ნაყოფი და დასაკრეფად გეპატიჟებიან.
ბალღებით ჩამდგარა ქალი ვენახში და ყურძენს კრეფს, კაცები კი საწნახელისკენ ეზიდებიან. იქვე ახლოს მოჩანს თივისაგან ახორხილი კარავი. მის წინ კი სუფრა გაუშლიათ და მაჭარს ჭაშნიკს უსინჯავენ მოქეიფე თავადები. შამფურზე წამოცმული მწვადი სადაცაა მზად იქნება, მთელი ხბო იწვის ცეცხლის ალზე, ჯაჭვზე ჩამოკიდებული ქვაბი თუხთუხებს და მოქეიფეებს გემრიელი ვახშამი უმზადდებათ. სადღაც, შორს მოჩანს ეკლესია და გადამფრენი ჩიტების გუნდი.


გლეხის ქალი
გლეხის ქალს ცალი ხელი ყურძნიანი კალათისათვის შემოუხვევია. მეორე ხელში ერთადერთი მტევანი უჭირავს. აშკარად ეტყობა, რაღაცას ფიქრობს, ულამაზო ქალიამრგვალი სახე და სულელური გამომეტყველება აქვს, მაგრამ ხელში გემრიელი ყურძენი უკავია. მის გვერდით პატარა ბიჭი დგას, მტევანს შესცქერის, ხელები მაღლა აუწევია და ქალს ყურძენსა სთხოვს. პატარა ბიჭია, მაგრამ ისეთი სახე აქვს, დაბალი რომ არ იყოს, კაცი გეგონება. მზემ, ქარმა, წვიმამ გაუუხეშა სახე. მაინცდამაინც არც არის ბედის კმაყოფილირამდენჯერ გაუგდიათ დაკარგული საქონლის საძებრად, რამდენჯერ თავში წამოურტყამთ ხელი, რამდენჯერ დასძინებიათ თაკარა მზეშიახლა კი იგი ქალის გვერდით დგას და ყურძნის მტევანს ითხოვს. დიდი და უხეში, ასაკის შეუფერებელი თითები ახლოს მიუტანია მტევანთან და ქალის თანხმობას ელოდება. ქალს სულელური გამომეტყველება აქვს და რაღაცას ფიქრობს, ფეხშიშველი ბავშვი კი დგას და გემრიელ ყურძენს ჯიუტად ევედრება


აქტრისა მარგარიტა
1909 წელს ნიკო ფიროსმანი ქმნის სურათსაქტრისა მარგარიტა”. პორტრეტი მხატვრის სახელთან დაკავშირებულ რომანტიკულ ისტორიას უკავშირდება. მისი ერთ-ერთი პირველი ბიოგრაფი . ზდანევიჩი გვიამბობს: ”ფიროსმანი შეხვდა ქალს, რომელიც მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე უყვარდაკაფე-შანტანის ფრანგი მოცეკვავე და მომღერალი მარგარიტამშვენიერი და დახვეწილი, რომელმაც აღტაცება მოჰგვარა მხატვარს. იგი ვერ ახერხებდა გონს მოსვლას: მარგომიწაზე დაშვებულ მშვენიერ ანგელოზად ეჩვენებოდა”. ბედნიერმა ნიკომ, არც კი დაფიქრებულა, სიხარულით უბოძა მას თავისი გული და მთელი თავისი ქონება. შემდეგ კი მადმუაზელ მარგარიტას უზარმაზარმა შავმა თვალებმა უკანასკნელად იხილეს ფიროსმანი: მარგარიტა სამუდამოდ გაქრა”.
      ეს ლეგენდა არაჩვეულებრივად პოპულარული გახდა და წარმტაცი წვრილმანებითაც შეივსო, რომელთაგან უმთავრესი საყვარელი არსებისათვის მიძღვნილი ვარდებით სავსე ურმებია.
      მარგარიტას პორტრეტი ცივია. კაფე-შანტანის მოცეკვავის ტანისამოსი აქ ვულგარულობას კარგავს და სიწმინდისა და უმანკოების სამოსად იქცევა. უმანკო პატარძალი ჯვრისწერის მოლოდინში, თაიგულით ხელში. დგას უძრავად, ხელგაშლილი და სევდანარევი შეცბუნებით გვიმზერსამ სამყაროსავით უცხო, დამაბრმავებლად ნათელი, როგორც ცის ფონზე მოციმციმე თოვლიანი მწვერვალი. მისი პორტრეტი კიდევ ერთი უპასუხოდ დარჩენილი გამოცანაა



No comments:

Post a Comment